ლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი | ||
![]() | ||
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
15 დეკემბერი, 2017 – დღემდე | ||
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი გახარია | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა | |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
9 სექტემბერი, 2016 – 27 ნოემბერი, 2016 | ||
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე | |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა | |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი | ||
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
9 სექტემბერი, 2016 – 27 ნოემბერი, 2016 | ||
წინამორბედი | ოთარ დანელია | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
5 ნოემბერი, 2014 – 8 სექტემბერი 2016 | ||
დაბადებული | 10 დეკემბერი 1978 | |
მოქალაქეობა | ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
შვილები | 2 შვილი | |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ლევან დავითაშვილი (დ. 10 დეკემბერი, 1978) — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი 2016 წლის 27 ნოემბრამდე, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2002-2003 წლებში იყო MIP (მილანი) ბიზნესის მართვის მაგისტრი; 1999-2001 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი. 1995-1999 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრი.
2016 წლის 9 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2014 წლის 5 ნოემბრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 2012 წლის 4 დეკემბრიდან – საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი; 2010-2011 წლებში საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე; 2010-2011 წლებში — საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი; 2009 წლიდან 2012 წლის დეკემბრამდე — შპს „SCHUCHMANN WINES GEORGIA“-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი. 2007-2009 წლებში — USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2002-2007 წლებში – შპს „წინანდლის ძველი მარნის“ გენერალური მენეჯერი; 1999-2001 წლებში — მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი; 1999 წლის ივნისიდან 1999 წლის სექტემბრამდე იყო შემოსავლების სამინისტროს სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი; 1997-1999 წლებში — საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი.
ლევან დავითაშვილი ფლობს ინგლისურ, რუსულ, იტალიურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
|