თინა ხიდაშელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი
Saakashvili's Georgian Ministry of Defense logo.png საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი, 2015 – 1 აგვისტო, 2016
პრეზიდენტი   გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედი მინდია ჯანელიძე
მემკვიდრე ლევან იზორია

დაბადებული 8 ივნისი, 1973 (1973-06-08) (44 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საარჩევნი ოლქი საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია საქართველოს რესპუბლიკური პარტია
მამა ანზორ ხიდაშელი
დედა ზიზილა ურგებაძე
მეუღლე დავით უსუფაშვილი
შვილები ალექსანდრე (2000)
გრიგოლი (2006)
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1995)
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (1996)
ვაშინგტონის სამართლის სკოლა (1996)
პროფესია იურისტი
რელიგია მართლმადიდებელი

თინათინ (თინა) ხიდაშელი (დ. 8 ივნისი, 1973, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2015-2016 წლებში.

ბიოგრაფია

1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურა (ბუდაპეშტი, 1996) და ვაშინგტონის სამართლის სკოლა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა (1996). მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის კვალიფიკაცია.

1994-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, მთავარ სპეციალისტად, 1996-1997 წლებში იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტი, 1997-1999 წლებში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტის დირექტორი, ასწავლიდა ჰავაის ამერიკული უნივერსიტეტის თბილისის ინსტიტუტში, 2000-2004 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2002-2004 წლებში სახელმწიფო ანტიკორუფციული საბჭოს წევრია, 2004-2005 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველოს“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე.

2005 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტი სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში (გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატი, გაეროს განვითარების პროგრამა, ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაცია, წამების პრევენციის ასოციაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა).

პოლიტიკური მოღვაწეობა

2005 წლიდან მეუღლესთან, დავით უსუფაშვილთან ერთად გაწევრიანდა საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში. უსუფაშვილი ამ პარტიის თავმჯდომარე გახდა, ხოლო ხიდაშელი იყო საერთაშორისო მდივანი 2009 წლამდე და დედაქალაქის საქმეთა მდივანი 2009-2012 წლებში. 2010-2012 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არცევნებში არჩეულ იქნა საგარეჯოს ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად.

2015 წლის 1 მაისს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.[1]

პირადი ცხოვრება

ჰყავს მეუღლე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და იკავებდა ამ პარტიის თავმჯდომარის პოსტს 2005-2014 წლებში. ჰყავს ორი შვილი. მისი ჰობია თხილამურებით სრიალი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
მინდია ჯანელიძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
2015 — 2016
შემდეგი:
ლევან იზორია