საქართველოს პარლამენტის წევრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

საქართველოს პარლამენტის წევრისაქართველოს პარლამენტის დეპუტატი და სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. თავისი მოვალეობის შესრულებისას იგი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანების განაწესებითა და დავალებებით, სარგებლობს თავისუფალი მანდატით და მისი პარლამენტიდან გაწვევა დაუშვებელია. პარლამენტის წევრი შეიძლება გაწევრიანდეს ფრაქციაში, უმრავლესობაში, უმცირესობაში, ხოლო სხვა შემთხვევაში ითვლება დამოუკიდებელ პარლამენტის წევრად და აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება მის მიერ ფიცის დადებისთანავე და მთავრდება ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე. პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან საჯარო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება დაუშვებელია. ასეთი შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებას და ასევე, შეიძლება ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს რაიმე თანამდებობა პარტიულ ორგანიზაციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]