აგვისტოს 5 დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აგვისტოს 5 დღე“

ფილმის ოფიციალური პოსტერი
რეჟისორი რენი ჰარლინი
პროდიუსერი რენი ჰარლინი
მაიკლ ფლენიგანი
კობა ნაყოფია
მირზა დავითაია
სცენარის ავტორი მიკო ალანი,
დეივიდ ბეითლი (პირველი სცენარი)
როლებში ენდი გარსია,
ველ კილმერი,
რიჩარდ კოილი,
ემანუელ შრიკი,
დინ კეინი,
რუპერტ ფრენდი,
იონათან შეხი,
რადე შერბეჯია,
ანტე ტრაუე
კომპოზიტორი ტრევორ რებინი
ოპერატორი ჩეკო ვარეზე
მონტაჟი ბრაიან ბერდენი
სტუდია Georgia International Films
Rex Media
Dr. PICTURE Studios
ActionSFX
გამოსვლის თარიღი 5 ივნისი, 2011 (საქართველო)
19 აგვისტო, 2011 (აშშ)
ხანგრძლივობა 150 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: საქართველო საქართველო
ენა ქართული, ინგლისური
ბიუჯეტი

$12 000 000[1]

[2]
შემოსავალი 316 944 აშშ დოლარი[3]
საიტი http://www.5daysofaugust.com

აგვისტოს 5 დღე (ინგლ. 5 Days of August) — 2011 წლის ამერიკული მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს, ე. წ. „აგვისტოს ომს“. ფილმის რეჟისორი და თანაპროდიუსერია ფინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი ლაური მაურიც ჰარიოლა, რომელიც უფრო ცნობილია როგორც რენი ჰარლინი. გადაღებები დაიწყო 2009 წლის ოქტომბერში წალკაში საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. შესაბამისმა სამხედრო სტრუქტურებმა უზრუნველჰყვეს გადაღების პროცესი სათანადო სამხედრო ამუნიციით, ეკიპირებით და ტექნიკით. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადამღებ ჯგუფს ნება მისცა, გამოეყენებინათ მისი სამუშაო ოფისი − პრეზიდენტის სასახლე გადაღებებისთვის.

გადაღებები მიმდინარეობდა აგრეთვე გორში, ვაზიანსა და თბილისში. ფილმში მონაწილეობენ: ენდი გარსია (პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი), რუპერტ ფრენდი (ამერიკელი ჟურნალისტი თომას ანდრესი), იონათან შეხი (ოფიცერი რევაზ ავალიანი), ველ კილმერი (საქართველოში მომუშავე ნიდერლანდელი ჟურნალისტი) და სხვა მსახიობები.

დასრულებული ნამუშევრის პრემიერა გაიმართა ვალენსიის კინოფესტივალზე, 2011 წლის აპრილში. 2011 წლის 5 ივნისს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა გაიმართა. ლონდონური პრემიერა გაიმართა 7 ივნისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mojo
  2. Luke Savage. Renny Harlin interview: 5 Days Of War, The Long Kiss Goodnight, and directing low-budget war films. ციტირების თარიღი: 2011-06-17.
  3. 5 DAYS OF WAR. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 25 December 2012.