საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2021
საქართველოს დროშა
2017 ←
2 ოქტომბერი 2021 (2021-10-02)
→ 2025

  Kakha kaladze.jpg Nika Melia.jpg Giorgi Gakharia-18.jpg
კანდიდატი კახი კალაძე ნიკა მელია გიორგი გახარია
პარტია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა საქართველოსთვის
მოსახლეობის ხმები 216 344 163 489 45 257
პროცენტულობა 45% 34,01% 9,41%

  No portrait (male).svg No portrait (female).svg
კანდიდატი ანა დოლიძე ანა ბიბილაშვილი გიორგი ლომია
პარტია ანა დოლიძე - ხალხისთვის ლელო პატრიოტთა ალიანსი
მოსახლეობის ხმები 21 935 12 161 7033
პროცენტულობა 4,56% 2,53% 1,46%

  No portrait (male).svg No portrait (female).svg
კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილი არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
პარტია ლეიბორისტული [[ჩვენი გაერთიანებული საქართველო|თარგი:ჩვენი გაერთიანებული საქართველო/მეტა/მოკლესახელი]]
მოსახლეობის ხმები 3915 2922
პროცენტულობა 0,81% 0,61%

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები (2021) — ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები საქართველოში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბერს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებთან ერთად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების შესაბამისად, არჩევნებში ჩადებული იყო ე.წ. რეფერენდუმის მექანიზმი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. თავდაპირველად ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ქართულმა ოცნებამ და რიგმა პარტიებმა, თუმცა ხელი არ მოაწერა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის ხელშეკრულება დატოვა, ხოლო ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - ხელი მოაწერა. [1][2]

წინასაარჩევნო პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში რიგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა, რაც გამოქვეყნდა ორგანიზაციის I შუალედურ ანგარიშში: [3]

  • დაკომპლექტა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები. ISFED-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთათვის გასაუბრების ჩატარებამ და ამის პირდაპირ ეთერში გადაცემამ, თუმცა კანდიდატების ნაწილის გასაუბრების ტრანსლაციაზე უარმა, უთანასწორო პირობები შექმნა. აღსანიშნავია, რომ ყველა ჯერზე ვერ მოხერხდა საარჩევნო კომისიის წევრთა მაღალი კვორუმით არჩევა, რასაც დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ადმინისტრაციისადმი ნდობის ამაღლების თვალსაზრისით. მაგალითად, საოლქო კომისიის წევრთა 55% დაბალი კვორუმით აირჩა. საუბნო კომისიის წევრთა შემთხვევაში, აირჩიეს რამდენიმე პირი, რომელთაც წინა არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული. გამოვლინდა შემთხვევები, როცა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს წინასწარ ჰქონდა მომზადებული იმ კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა. საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში, უმრავლეს შემთხვევაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები არ მონაწილეობდნენ; [3]
  • საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც საანგარიშო პერიოდში დაკომპლექტდა. საბჭოს სარეკომენდაციო რჩევების გაცემის ფუნქცია აქვს, საჩივრების განხილვის პროცესთან დაკავშირებით. „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელიც მიწვეული იყო საბჭოს წევრთა შესარჩევ ჯგუფში, დატოვა ის, გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული წესის ცვლილებისა და, ასევე, ჯგუფის წევრთა ნაწილის არასანდო რეპუტაციის და მიკერძოების გამო; [3]
  • ტენდენციის სახე აქვს შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ზეწოლისა და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფაქტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც, ძირითადად, პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების ან მის მიმართ კეთილგანწყობილი პირების წინააღმდეგაა მიმართული. „სამართლიანი არჩევნები” არაერთი გათავისუფლებული პირის უფლებებს სასამართლოში იცავს. [3]
  • საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიის, კერძოდ „დროას“ ოფისის დაზიანება ზუგდიდში. ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები დატოვეს და პლაკატი დააზიანეს. აღსანიშნავია, რომ ეს „დროას“ ოფისთან დაკავშირებით პირველი შემთხვევა არ არის. [3]
  • არჩევნების მოახლოებასთან ერთად მკვეთრად იმატა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის ფაქტებმა. [3]
  • „სამართლიანი არჩევნები“ მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზების თემაზე, რაც, განსაკუთრებით, აქტუალური პრობლემაა წინასაარჩევნო პერიოდში. შეინიშნება მმართველი პარტიის სასარგებლოდ, რეგიონებში, სკოლის პერსონალის რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენების და მათი წინასაარჩევნო კამპნიაში ჩართვის ფაქტები. [3]
  • ტენდენციის სახე ჰქონდა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვას. „ქართული ოცნება“, უმეტესად, უარს ამბობდა დამკვირვებელი დაეშვა კანდიდატების წარდგენის ღონისძიებებზე; პარტიის ლიდერების თქმით, ღონისძიებები საჯარო იყო მხოლოდ მედიისთვის და არა დამკვირვებლებისთვის. [3]
  • მედიაგარემო ქვეყანაში კვლავ პოლარიზებული რჩება. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები, არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებისა და დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობის მიმართ წინააღმდეგობის გამო. ასევე, დაფიქსირდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის გათავისუფლების ფაქტი, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლებისა და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს; ასევე, აღსანიშნავია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ევროპული საქართველოს რეკლამის გაშვებაზე უარი, სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მიზეზით, რაც ტელეკომპანიის მიერ პოლიტიკური რეკლამის შინაარსში ჩარევის ნიშნებს შეიცავს; [3]
  • წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, ყველაზე აქტიური, კვლავ „ქართული ოცნება“ იყო. აქტიურობით გამოირჩეოდა პარტია „საქართველოსთვის“ კამპანიაც;[3]
  • საანგარიშო პერიოდში გაიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილეს მედიით გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია, საარჩევნო პროცესში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესახებ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუწოდა ტენდენციად ქცეულ სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებზე, სიღრმისეული მოკვლევა ჩაატარონ და საზოგადოებას დასაბუთებული და დამაჯერებელი პასუხი გასცენ. ასევე, ორგანიზაციამ ყურადღება გაამახვილა სოციალური ქსელით, საჯარო მოსამსახურეთა აგიტაციის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სათანადოდ არ ფასდება შესაბამისი ორგანოების მიერ; ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების/წასვლის იძულების - 15, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის - 11, ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების - 13, სოციალური ქსელით აგიტაციის - 6, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 4, მოქმედი თანამდებობის პირების კამპანიის - 8 ფაქტი. გამოვლინდა მმართველი პარტიის მიერ, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებისთვის დაკვირვებაში ხელშეშლის ტენდენცია მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, გამოიკვეთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული პირების „ქართული ოცნების“ კამპანიაში ჩართვის პირაპირ ან/და ირიბად იძულების შემთხვევები. [3]

საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის თანახმად, სკოლების, საბავშვო ბაღების, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება, საქართველოში დამკვიდრებული სამწუხარო პრაქტიკაა. რეგიონებში, სოფლებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალი მნიშვნელოვან საარჩევნო რესურსად მოიაზრება მმართველი პარტიის მიერ და ხშირად ხდება მათი გამოყენება სააგიტაციო მიზნებისთვის, მათ შორის, იძულების გზით. დასაქმების პრობლემის სიმწვავის გათვალისწინებით, მასწავლებელთა დიდ ნაწილს ამ პრაქტიკაზე საჯაროდ საუბარი არ სურს. [3]

ამასთან, სკოლის პერსონალი ადგილობრივ მოსახლეობაში ავტორიტეტით სარგებლობს, შესაბამისად, ხელისუფლება მოწოდებულია ისინი თავის სამსახურში ჩააყენოს. ეს განსაკუთრებით ეხება დირექტორებს, რომელთა ნაწილი მმართველი გუნდის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზაციის ფუნქციასაც ასრულებს, მათ შორის, ზემოქმედებს მასწავლებლებზე. ასეთი საკვანძო როლი გათვალისწინებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მორჩილი დირექტორების შესარჩევად. „ურჩთა“ სამაგალითოდ დასასჯელად, კი, მრავალი ბერკეტია გამოყენებული, მათ შორის: სამსახურიდან გათავისუფლება, ხელშეკრულების დაუსაბუთებლად გაუგრძელებლობა, სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ჩატარება და ა.შ. [3]

მიხეილ სააკაშვილის დაკავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმყოფებოდა საქართველოში, გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[4]

კანდიდატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის მერობის კანდიდატების სია. [5]

საარჩევნო ნომერი პოლიტიკური პარტია სახელი და გვარი
1 მესამე ძალა თამარ კეკენაძე
5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ნიკანორი მელია
6 დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გიორგი ლომია
9 ლელო ანა ბიბილაშვილი
10 შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია მიხეილ ქუმსიშვილი
13 საქართველო გიორგი ქუთათელაძე
15 მამული თეიმურაზ ბობოხიძე
20 გიორგი ლაღიძე-მომავალი საქართველო გიორგი ლაღიძე
23 ჩვენი გაერთიანებული საქართველო არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ
25 გახარია - საქართველოსთვის გიორგი გახარია
29 მამუკა ტუსკაძე-სოციალური სამართლიანობისათვის ქეთევანი ნაკაშიძე
30 მშრომელთა სოციალისტური პარტია ევგენი ღვინიაშვილი
37 თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა) ზაზა ხატიაშვილი
41 ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო კახა კალაძე
48 ანა დოლიძე - ხალხისთვის ანა დოლიძე
50 გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტია გიორგი გაჩეჩილაძე

საარჩევნო პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოკითხვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი ორგანიზაცია ქართული ოცნება ენმ საქართვე- ლოსთვის გირჩი ევროპული საქართველო ლელო მესამე ძალა ლეიბო- რისტული პატრიოტთა ალიანსი გირჩი (აპც) მოქალაქეები სხვა უპირატესი
2021 წლის აგვისტო GORBI 47.2% 26.8% 6.9% 2.4% 1.4% 2.6% 2.1% 1.2% 3.4% 0.8% 1.6% 3.6% 20.4%
2021 წლის ივლისი Edison Research 32% 24% 13% 2% 1% 4% 4% 3% 3% 2% 2% 13% 8%
2021 წლის ივლისი IPSOS 32% 23% 8% 5% 3% 2% 2% 3% 3% 1% 2% 16% 9%
2021 წლის სექტემბერი Edison Research 33% 25% 10% 4% 2% 3% 2% 6% 3% 2% 1% 8% 8%

საარჩევნო დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.[6] სულ გაიხსნა 3664 საარჩევნო უბანი.

აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამომრჩეველთა აქტივობა
დრო პროცენტი
10:00
  
7,41%[7]
12:00
  
17,72%
15:00
  
33,18%
17:00
  
41,35%
20:00
  
51,92%

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7,41% (ანუ 259 273 ამომრჩეველი) შეადგინა,[8] 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,72% (ანუ 619 562 ამომრჩეველი) შეადგინა, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 33,18% (ანუ 1 160 413 ამომრჩეველი) შეადგინა, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41,35% (ანუ 1 446 218 ამომრჩეველი) შეადგინა. 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 51,92% (ანუ 1 815 776 ამომრჩეველი) შეადგინა.

მეორე ტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აქტივობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამომრჩეველთა აქტივობა
დრო პროცენტი
10:00
  
7,38%[9]
12:00
  
17,2%
15:00
  
31,8%
17:00
  
39,5%
20:00
  
49,9%

10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 7,38% (ანუ 154 163 ამომრჩეველი) შეადგინა,[10] 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 17,18% (ანუ 358 782 ამომრჩეველი) შეადგინა. 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 31,82% (ანუ 664 573 ამომრჩეველი) შეადგინა. 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 39,5% (ანუ 825 129 ამომრჩეველი) შეადგინა. 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 49,9% (ანუ 1 025 406 ამომრჩეველი) შეადგინა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბათუმის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო არჩილ ჩიქოვანი 38 236 51.019
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი კირთაძე 36 710 48.982

ბაღდათის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო კახა ენუქიძე 6550 60.69
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი რობაქიძე 4242 39.31

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო მამუკა წოწერია 27 376 51.64
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ანზორ მელია 25 641 48.36

თელავის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო ლევან ანდრიაშვილი 16 721 56.90
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი ბოტკოველი 12 666 43.10

თიანეთის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო ლევან წიკლაური 3255 54.83
თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის თამაზ მეჭიაური 2682 45.17

რუსთავის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო ნინო ლაცაბიძე 27 301 53.72
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დავით კირკიტაძე 23 523 46.28

ფოთის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო ბექა ვაჭარაძე 11 345 57.35
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიგი უგულავა 8437 42.65

ქუთაისის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო იოსებ ხახალეიშვილი 34 925 51.64
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხატია დეკანოიძე 32 703 48.36

ცაგერის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო გიორგი ნემსაძე 4022 62.87
გახარია - საქართველოსთვის ბესარიონ ბენდელიანი 2375 37.13

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გია (გიორგი) ხარჩილავა 7250 51.107
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო გოგა გულორდავა 6936 48.893

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო გენადი ბალანჩივაძე 13 066 57.17
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ზაზა მეტრეველი 9993 42.83

ხაშურის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო თენგიზ ჩიტიაშვილი 13 066 59.08
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იოსებ ბუაძე 9049 40.92

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია კანდიდატი ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო ზაზა დიასამიძე 13 382 55.07
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიშა ბოლქვაძე 10 946 44.93%

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შედეგები იმ პარტიებისთვის, რომლებმაც გადალახეს 3 %–იანი ბარიერი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით:

თვითმმართველი ერთეული ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობა ლელო საქართველოსთვის ევროპული საქართველო პატრიოტთა ალიანსი ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი ლეიბორისტული პარტია მესამე ძალა მოქალაქეები ხალხისთვის პროგრესი და თავისუფლება თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ევროპელი სოციალისტები სახალხო პარტია
აბაშის მუნიციპალიტეტი 42.87 30.62% 2.24% 8.27% 1.39% 0.93% 3.31% 3.16% 2.06% 1.34%
ადიგენის მუნიციპალიტეტი 56.4% 35.1% 2.39% 2.48% 1.43% 0.89% 1.32%
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 55.43% 18.93% 3.31% 13.21% 2.29% 1.65% 2.23% 1.38% 1.31%
ასპინძის მუნიციპალიტეტი 61.26% 24.6% 3.17% 2.24% 3.39% 1.91% 0.65% 1.05% 1.72%
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 76.27% 7.94% 3.48% 2.62% 8.46% 1.72% 0.14% 0.14% 1.17%
ახალციხის მუნიციპალიტეტი 54.78% 28.88% 2.12% 6.44% 3% 0.71% 0.82% 2.31% 0.73%
ახმეტის მუნიციპალიტეტი 46.43% 41.35% 1.8% 3.06% 0.6% 2.51% 2.47% 0.66%
ბათუმი 39.36% 38.6% 3.29% 10.02% 0.99% 1.21% 1.13% 0.92% 1.08%
ბაღდათის მუნიციპალიტეტი 47.27% 33.94% 3.04% 5.19% 2.49% 1.19% 1.24% 1.54% 1.24% 1.29% 0.36%
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 68.16% 24.57% 1.01% 1.91% 0.19% 0.99% 0.24% 0.48% 0.4%
ბორჯომის მუნიციპალიტეტი 55.98% 24.15% 2.58% 3.76% 2.02% 4.19% 1.16% 1.67% 1.26%
გარდაბნის მუნიციპალიტეტი 56.41% 34.66% 1.54% 2.18% 0.69% 1.56% 0.98% 0.7%
გორის მუნიციპალიტეტი 48.45% 31.74% 2.12% 10.26% 0.94% 1.77% 0.74% 0.81%
გურჯაანის მუნიციპალიტეტი 51.06% 32.88% 1.94% 4.47% 3.74% 1.58% 0.56% 1.75% 1.09%
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 62.58% 23.96% 2.61% 1.99% 1.55% 0.6% 1.44% 4.26%
დმანისის მუნიციპალიტეტი 49.45% 42.13% 0.98% 0.44% 1.04% 0.74% 0.41% 3.31% 1.04%
დუშეთის მუნიციპალიტეტი 53.01% 20.93% 3.99% 9.59% 2.9% 3.12% 0.91% 3.9% 0.98% 0.23%
ვანის მუნიციპალიტეტი 59.97% 27.4% 1.59% 2.06% 4.82% 0.77% 1.31% 1.06% 0.94%
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 48.31% 32.47% 2.28% 7.37% 1.81% 1.25% 0.63% 1.71% 1.61%
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 40.06% 43.16% 1.44% 10.64% 1.04% 0.48% 0.59% 0.71% 0.64%
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 53.56% 27.97% 3.99% 4.5% 1.4% 2.4% 0.85% 1.55% 1.8%
თელავის მუნიციპალიტეტი 44.65% 40.33% 2.4% 5.27% 1.19% 1.21% 2.13% 1.67%
თერჯოლის მუნიციპალიტეტი 45.86% 30.68% 2.58% 5.49% 8.92% 1.32% 0.65% 1.58% 2.01%
თიანეთის მუნიციპალიტეტი 43.13% 18.86% 1.19% 6.72% 1.11% 1.83% 1.7% 2.04% 22.62%
კასპის მუნიციპალიტეტი 46.97% 34.8% 1.44% 7.79% 0.9% 3.19% 0.86% 1.79% 0.65% 0.78%
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 47.08% 37.37% 1.36% 3.08% 1.75% 1.3% 0.54% 1.42% 4.99%
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 53.54% 22.62% 3.86% 9.15% 2.6% 1.13% 1.97% 1.32% 1.41%
ლენტეხის მუნიციპალიტეტი 49.63% 10.25% 7.03% 6.84% 4.03% 1.75% 2.94% 1.25% 3% 3.41% 9.15%
მარნეულის მუნიციპალიტეტი 64.75% 26.5% 1.38% 2.21% 0.36% 2.23% 2.2%
მარტვილის მუნიციპალიტეტი 36.54% 30.02% 0.83% 17.09% 2.73% 0.48% 1.36% 0.46% 2.51% 6.1%
მესტიის მუნიციპალიტეტი 61.54% 11.87% 6.12% 7.35% 3.34% 1.36% 1.08% 0.99% 1.25% 1.67% 2.83%
მცხეთის მუნიციპალიტეტი 51.43% 31.85% 1.73% 5.26% 0.56% 2.69% 0.71% 1.85% 0.96% 0.06%
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 84.03% 5.52% 4.84% 3.25% 0.38% 0.14% 1.69%
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 50.47% 25.89% 2.11% 9.26% 1.9% 1.33% 0.79% 1.6% 1.33% 1.41% 0.25%
ონის მუნიციპალიტეტი 47.6% 16.07% 6.86% 18.07% 2.59% 3.06% 1.15% 2.21%
რუსთავი 36.25% 38.36% 2.28% 7.45% 1.04% 2.22% 1.76% 1.85% 1.39% 1.3% 1.59%
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 56.04% 31.78% 3.77% 2.13% 0.9% 1.77% 0.44% 1.3% 0.74%
სამტრედიის მუნიციპალიტეტი 52.24% 30.53% 3.5% 3.99% 1.85% 1.11% 0.81% 1.21% 2.83% 1.35%
საჩხერის მუნიციპალიტეტი 56.89% 6.82% 2.83% 4.93% 1.04% 1.31% 1.12% 0.73% 0.78%
სენაკის მუნიციპალიტეტი 38.22% 39.94% 0.98% 15.56% 0.98% 0.5% 0.37% 0.97% 0.83%
სიღნაღის მუნიციპალიტეტი 53.83% 33.32% 1.63% 3.9% 0.9% 1.63% 0.54% 1.82% 0.92%
ტყიბულის მუნიციპალიტეტი 48.46% 34.96% 3.69% 4.88% 1.36% 1.68% 1.02% 1.38% 2%
ფოთი 41.79% 31.41% 1.84% 13.2% 2.35% 0.65% 0.97% 1.37% 1.28%
ქარელის მუნიციპალიტეტი 43.94% 36.79% 4.22% 7.61% 1.08% 1.7% 0.88% 1.69% 0.88%
ქედის მუნიციპალიტეტი 51.48% 30.66% 3.31% 6.68% 2.6% 1.88% 0.36% 1.43% 0.79%
ქობულეთის მუნიციპალიტეტი 48.25% 38.06% 1.53% 7.43% 0.46% 0.91% 0.43% 0.6% 1.01%
ქუთაისი 39.16% 38.06% 2.02% 6.7% 1.11% 1.21% 0.88% 1.71% 3.27% 1.1% 1.24% 0.25%
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 48.32% 6.56% 3.11% 4.59% 0.48% 3.37% 1.17% 1.63% 3.17% 13.98% 4.42%
ყვარლის მუნიციპალიტეტი 50.26% 35.97% 2.84% 5.53% 0.41% 1.65% 1.22% 1.04%
შუახევის მუნიციპალიტეტი 52.52% 35.23% 3.82% 7.83% 2.08% 2.29% 0.27% 0.51% 1.13%
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 70.65% 22.23% 2.5% 11.27% 2.61% 1.65% 0.67% 1.29% 1.78% 3.04%
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 33.37% 32.49% 2.5% 23.32% 1.33% 0.62% 1.7% 2%
ცაგერის მუნიციპალიტეტი 48.58% 20.87% 5.95% 13.62% 1.47% 1.58% 3.02% 4.75%
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 34.76% 37.76% 3.35% 19.02% 2.12% 0.74% 0.52% 0.71% 0.66%
წალკის მუნიციპალიტეტი 53.16% 21.61% 2.05% 5.93% 2.02% 0.63% 0.63% 3.1% 7.01%
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 44.76% 39.7% 2.55% 4.21% 1.84% 1.53% 0.62% 1.44% 2.18%
ჭიათურის მუნიციპალიტეტი 55.32% 20.79% 3.52% 7.64% 2.35% 2.53% 1.55% 4.03% 1.02%
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 54.82% 26.47% 4.75% 6.85% 1.47% 2.09% 1.7% 1.63%
ხაშურის მუნიციპალიტეტი 41.69% 32.72% 3.97% 10.63% 0.72% 1.67% 1.32% 1.92% 1.7% 1.02%
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 41.18% 35.87% 1.97% 15.08% 1.82% 1.12% 0.39% 0.88% 0.63%
ხობის მუნიციპალიტეტი 42.74% 33.79% 2.24% 14.11% 2.25% 0.7% 0.43% 0.77%
ხონის მუნიციპალიტეტი 53.35% 21.05% 1.27% 4.9% 14.01% 1.55% 0.67% 1.45% 1.21%
ხულოს მუნიციპალიტეტი 46.39% 34.96% 4.08% 6.42% 2.07% 0.32% 0.35% 3.16%

თბილისში პროპორციულ სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ხმათა 40.41% მიიღო ქართულმა ოცნებამ, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 27.97%-ით გავიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. შერეული საარჩევნო სისტემის მეშვეობით ქართულმა ოცნებამ მიიღო მანდატების უმრავლესობა. თბილისის საკრებულოს პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები:

პარტიები და ბლოკები ხმები %
ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო 193 503 40.41
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 133 922 27.97
საქართველოსთვის 42 405 8.86
ლელო საქართველოსთვის 17 360 3.63
გირჩი - მეტი თავისუფლება 15 786 3.3
ხალხისთვის 12 306 2.57
მოქალაქეები 11 742 2.45
დროა 10 226 2.14
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 7 903 1.65
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი 7 696 1.61
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 6 293 1.31
ევროპული საქართველო 5 631 1.18
სხვები 2.92

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის radlib1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  2. შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულია: რეაქციები „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 29 ივლისს
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წისაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში
  4. მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - პრემიერი
  5. [1]
  6. ცესკო: საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. tabula.ge (2020-10-01). ციტირების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2021.
  7. აქტივობის სტატისტიკა. tabula.ge (2021-10-02). ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2021.
  8. 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია – 2017 წელს 6.74% იყო. tabula.ge (2021-10-02). ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი, 2021.
  9. აქტივობის სტატისტიკა. tabula.ge (2021-10-02). ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2021.
  10. 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია – პირველ ტურში – პირველ ტურში 7.41% იყო. tabula.ge (2021-10-30). ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2021.