ჩეპეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩუპეში)

ჩეპეში, ჩუპეშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

მისი მარცვლის კანში საღებავი ნივთიერებაა, ამიტომ ჭაჭა ღვინის საღებავად გამოიყენება. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ჩუპეში (ამ სახელით მოიხსენიებს) გურიაში სამეგრელოდანაა შეტანილი (იხ. ჩეჭიფეში), გურიიდან კი აჭარაში გავრცელდა, სადაც მას ჩიჭიბე ეწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი, იშვიათ-ად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი წითელი, თითქმის შავი. კანი სქელი და მკვრივი აქვს საკმაოდ სქელი ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — ტკბილი.

ჩეპეში საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლი-დან სრულ სიმწიფემდე 198 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.5-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-9 გ/ლ-ს. გამოიყენება სუფრის სასიამოვნოდ მომჟავო და საკმაოდ ჰარმონიული წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 355
  • კუდავა ბუბა, ჩუპეში // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 720, ISBN 99928-929-8-6.