შინაარსზე გადასვლა

თვალდამწვრისეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თვალდამწვრისეულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ზრდასრული ფოთოლი პატარა ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი ან სრულიად დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ან საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის, წვნიანი. შედარებით სქელი კანი აქვს, რომელსაც სუსტად ეტყობა ცვილისებრი ფიფქი.

თვალდამწვრისეული საშუალო ზრდით ხასიათდება. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 75 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა დაახლოებით 5.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 10-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი მომწვანო-მოყვითალო ღვინო.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 155