ქართლური ჭროღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართლური ჭროღა, ვირა ყურძენიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ძალიან იშვიათი ჯიშია. ერთეული ძირები შემორჩა ბოლნისის, მარნეულისა და მცხეთის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა, გულისებრი ფორმის ან მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური. სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სუსტად გართხმული აბლაბუდისებრი და მოკლე ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ კონუსური ფორმის, მეჩხერი ან საშუალო სიკუმსის, ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. სრულ სიმწიფეში მუქი იისფერია, თითქმის შავი, საშუალო სისქის ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული, თხელკანიანი. რბილობი წვნიანი აქვს, წვენი შეუფერავია ხილის სასიამოვნო გემოთი, შაქრისა და სიმჟავის ჰარმონიული შემცველობით. მტევანში მარცვალი არათანაბრად მწიფდება.

ქართლური ჭროღა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსვლიანია. სავეგეტაციო პერი-ოდი დაახლოებით 150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 140-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-25%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5-7.5 გ/ლ-ს.

ძირითადად გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. აგრეთვე საბრენდე სპირტისა და ყურძნის წვენის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 375-376