მეკრენჩხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მეკრენჩხი, მეკურენჩხი, მეკერენჩხი, მეკრენჩხალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ ოვალური ფორმის, მცირედ ან საშუალოდ დანაკვთული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ქეჩისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო და საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო, ლამაზი მუქი ლურჯი შეფერილობის. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქიო უსვად დაფარული. რბილობი ხორციანია და მცირეწვნიანი, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

მეკრენჩხი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 199 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 180 გრამამდეა, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-5.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.2 გ/ლ-ს.

დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ სუფრის ჯიშთა შორის მეკრენჩხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. გამოიყენება სასუფრე ყურძნად. ყურძენი კარგად ინახება და იტანს ტრანსპორტირებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 233