თხმორულა
იერსახე
თხმორულა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალურისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. გვხვდება ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო-მომწვანო ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით თხლად დაფარული. რბილობი მდნარი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.
ჯიში სიმწიფის საშუალო და საგვიანო პერიოდისაა.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 163