ხროგი
ხროგი, ხროტი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, კვერცხისმაგვარი, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძლიერ ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარა ზომისაა, ცილინდრული ან კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა. მომრგვალო, მუქი ვარდისფერი ან თითქმის წითელი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი.
ხროგი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 90 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-16%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 527