რქაწითელი წითელი
რქაწითელი წითელი, წითელი რქაწითელი, შავი რქაწითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
რქაწითელი წითელმარცვლიანის ვარიაციაა. გაშენებული იყო მხოლოდ საცდელ ნაკვეთებში.
რქაწითელის თეთრმარცვლიანი ფორმიდან ძირითადად მარცვლების მუქი-ლურჯი შეფერილობითა და ფოთლების უფრო ღრმა დანაკვთვით გამოირჩევა, ხოლო ვარდისფერი რქაწითელისგან მარცვლებისა და ღვინის შეფერვით.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება ძალიან სუსტი აბლა-ბუდისებრი და სუსტი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე პატარა ზომისაა, ოდნავ ოვალური ფორმის. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივისაა, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმ-კვრივისაა, ხორციანი და ნაკლებ წვნიანი, სასიამოვნო გემოთი. წვენი შეუფერავია.
რქაწითელი წითელი საშუალო ზრდა-განვითარებისა და საშუალოზე მცირემოსვლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154-157 დღეა. ყურძენი სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 132-213 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6-7 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 24.1-25%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.7 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. რქაწითელი წითელის ღვინო გაცილებით უფრო ინტენსიურად შეფერილი და მუქი ბროწეულისფერია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 318