სამებურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამებურა, შაქარყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

გავრცელებულია ისტორიულ პერეთში, წმინდა სამების ფერდობებზე გაშენებულ ზვრებში და ამიტომაც სამებურა უწოდეს.

თავისი ამპელოგრაფიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით ძალიან ახლოს დგას კახეთის თეთყურძნიანი საწარმოო ვაზის ჯიშებთან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ქვედა მხრიდან ძარღვების გასწვრივ გასდევს უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტე-ვანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ხშირად მხრიანი, კუმსი. მარცვალი — საშუალო ზომის, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო. კანი მკვრივი აქვს^ ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ოდნავ ხორციანი და წვნიანია, წვენი უფერულია, გემო სასიამოვნო, ჰარმონიული შაქარ-მჟავიანობითა და ჯიშური არომატით.

სამებურას სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის წონა 215-328 გრამია. ერთი ძირი ვაზი 5.0 კილოგრამ ყურძენს იძლევა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-21.7%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.7-8.2 გ/ლ-ს.

პერსპექტიულია ხარისხიანი სუფრის თეთრი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ევროპული ტიპის ღვინის დასამზადებლად. წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება საკუპაჟე მასალად და სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 331