სუფრის თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუფრის თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი მსხვილია, კვერცხისებური ფორმის, თეთრი.

სუფრის თეთრი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მე-ორე ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 353