მაღლარი თვრინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაღლარი თვრინა — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად ოდნავაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი შავი. რბილობი წვნიანი აქვს.

მაღლარი თვრინა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 222