კაიკაციშვილისეული თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაიკაციშვილისეული თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

წარსულში მხოლოდ ქობულეთის მთისპირა სოფლებში იყო გავრცელებული. გადმოცემის თანახმად, იგი ტყიდან კაიკაციშვილის გვარს გამოუტანია და გაუშენებია. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას „თეთრს“ უწოდებდნენ, მაგრამ ამ ვაზს არანაირი მსგავსება არ პქონდა ზემო აჭარაში გავრცელებული „თეთრის“ სახელით ცნობილ ვაზთან და ამიტომ მათ გასარჩევად ამ ჯიშისთვის შემომტანის გვარიც დაუმატებიათ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, საშუალო სიმკვრივის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო, სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდ-ნავ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, ძალიან ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.

ჯიში ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 200-800 გრამია. ერთი ძირი მაღლარად გაშენებული ვაზიდან 40-50 კილოგრამი ყურძნის მოწევა შეიძლება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.4 გ/ლ-ს.

კაიკაციშვილისეული თეთრი ხარისხიანი სასუფრე ყურძნის ჯიშია. იგი გამოირჩევა ლამაზი მტევანებით, საუკეთესო გემოთი, კარგი შენახვისა და ტრანსპორტირების უნარით. გარდა ამისა, მისგან წარმატებით შეიძლება ხარისხიანი სუფრის თეთრი ღვინის დამზადება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 171