აჟემჩიღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჟემჩიღი (აფხ. Ажьәмҿыӷ[1] [აჟჾჿმჭჷღ] — „საადრეო ყურძენი“), აჟიმჩიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი-ლურჯი. კანი თხელი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი შეუფერავი, გემო სასიამოვნო მოტკბო-მომჟავო, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

აჟემჩიღი ძლიერი ზრდისა და საკმაოდმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სეექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის საშალო წონა 130 გრამი, საჰექტარო მოსავლიანობა — 7.0-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის მშრალი ღვინის და საბრენდე სპირტის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 40

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015