პუმპულა (თეთრი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პუმპულა (თეთრი)ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ძალიან იშვიათი ჯიშია. ერთეული ძირებია მიკვლეული რიონისპირა სოფლებში: შუაქალაქში, ნაესაკაოში, კოდორში, გულეისკარში, კეთილარში. გადმოცემით ცნობილია, რომ ჭყონდიდელები ადგილობრივ მევენასეებს პირობას უდებდნენ — „პუმპულა ჩვენი იყოს და ყველა ვალდებულებებისგან გამითავისუფლებიხართ“-ო.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის. სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის. მარცვლები დიდი ზომისაა, ელიფსური ფორმის. სიმწიფეში ქარვისფერია.

პუმპულა (თეთრი) ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 198 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23%-ს, ხოლო მჟავიანიბა — 6.8-7.5 გ/ლ-ს.

პუმპულა (თეთრი) გამოიყენება მაღალი ხარისხის სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 302