აწეიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აწეიჟი (აფხ. Аҵеижь[1] — „ჩიტის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი (იშვიათად თირკმლისებრი) ფორმის, მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად არის შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი, მხრიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან შებრტყელებული, მუქი ლურჯი, შავში გარდამავალი.

აწეიჟი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანი ვაზია. სრულ სიმწიფეში ნოემბრის პირველ რიცხვებში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-13 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 57

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015