წითელოური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელოურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

სახელწოდება შერქმეული აქვს მტევნის შეფერილობის გამო.

უძველესი დროიდან ლეჩხუმში ყოფილა გავრცელებული. ამჟამად მცირე ნარგავებია სოფელ ჩხუტულში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია ან ძალიან თხელი აბლა-ბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის, ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი. მუქი ვარდისფერი ან მუქი წითელი. კანი თხელი აქვს, ნაკლებად მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ძალიან წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

წითელოური საშუალო ზრდა-განვითარებისა და მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 120-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-9.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.5-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-9.0 გ/ლ-ს.

გამოიყენება ხალისიანი და დაბალალკოჰოლური სუფრის ვარდისფერი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 475-476
  • გაზ. „ჩვენი სოფელი“, №6 (56), 1 სექტემბერი 2020, გვ. 11.