შინაარსზე გადასვლა

ქართული ვაზის ჯიშები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ვაზის ჯიშებივაზის ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია, როგორც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის მეზობელ ქვეყნებში.

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის რუდუნებითა და ღვაწლით ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ქართული ვაზის (Vitis vinifera L. sativa) 525 ადგილობრივი ჯიში. აქედან: კახეთში 80, ქართლში 72, მესხეთ-ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა-ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარა 53, აფხაზეთში 51 ვაზის ჯიშია. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის (Vitis vinifera L. silvestris) 400-ზე მეტი ფორმა.

ქართული ვაზის ჯიშები პროფესორ ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles, pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთ აზიის (proles, orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლებიც შექმნილია კულტურული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში და მათი უმრავლესობა მიეკუთვნება proles pontica subproles georgica Negr ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.

ვაზის ადგილობრივი ჯჯიშები, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის სიმდიდრე წარმოდგენილი საღვინე ჯიშების დომინირებით სასუფრე დანიშნულების ჯიშებთან ერთად ოდითგანვე იწვევდა ქართველ და უცხოელ მკვლევართა ფართო ინტერესს.

ქართული სელექციური სკოლის ნაყოფიერი შემოქმედება, რომელიც შუალვერ-შომუთეფეს კულტურის უძველესი ტრადიციებიდან იღებს სათავეს გვირგვინდება XX საუკუნის მიღწევებით.

ქართველ მეცნიერთა სურვილი, რომ განესაზღვრათ ვაზის ქართული ჯიშების რაოდენობა, ძალიან გაძნელდა წყაროების სიმწირის, ჯიშების სინონიმური სახელების მრავალფეროვნებისა და საქართველოს ვაზის გენოფონდზე XIX საუკუნეში გავრცელებული სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას მავნე ზემოქმედების გამო.

1960 წელს გამოიცა „საქართველოს ამპელოგრაფიის“ კრებული თანდართული ვაზის ჯიშების ჩამონათვალით. აღნიშნული გამოცემის შემდეგ გამომზეურდა ვაზის ჯიშების ბევრი ძველი ორიგინალური თუ სინონიმური სახელი, მოძიებულ და შესწავლილ იქნა მანამდე აღუწერელი ადგილობრივი ჯიშები და მათი ვარიაციები. ქართველმა სელექციონერებმა გამმოიყვანეს ახალი ჯიშები და გამოავლინეს კლონური ვარიანტები. საქართველოს ისტორიული მხარეებიდან (ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი) და უცხოეთის (საფრანგეთი, მოლდოვა, უკრაინა და სხვა) საკოლექციო ნაკვეთებიდან მრავალი ჯიში დაუბრუნდა საქართველოს. ისინი საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში მოძიებულ ვაზის ჯიშებთან ერთად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ჯიღაურას ვაზის ეროვნულ კოლექციაშია დაცული და გამრავლებული. მათი რაოდენობა 450-ს აღწევს. აქვეა თავმოყრილი და გაშენებული საქართველოს რეგიონებში მოძიებული კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის 140-ზე მეტი ფორმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ვაზის 320 ჯიში.

ეროვნულ კოლექციას მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო კოდი GEO 038.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დღესდღეობით კვლავ ინტენსიურად გრძელდება ქართული ვაზის ჯიშების მოძიება და კონსერვაცია. ფართოვდება საკოლექციო ნაკვეთების არეალი რეგიონულ ჭრილში. ცენტრის მეცნიერ თანამშრომლების მიერ OIV, UPOV, IPGRI-ის ჰარმონიზებული საერთაშორისო დესკრიპტორების გამოყენებით ისწავლება კოლექციაში დაცული ჯიშების ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები, უცხოელ მკვლევარებთან ერთად მიმდინარეობს სელექციური სამუშაოები.

გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.

სახელწოდებამხარეფერიდანიშნულებასინონიმ(ებ)ი
1აბაცვიჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
2აბისტაჟიაფხაზეთითეთრისაღვინე
3აბსუაჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
აბყურძენი (იხ. აღბიჟი)
4აბშილურისამეგრელოწითელისაღვინეავშილური
აგრიჟი (იხ. აძნიჟი)
5ადანასურიიმერეთიწითელისაღვინემაღლარი
ადგილობრივი შავი (იხ. რაჭული შავი)
ადგილობრივი ძელშავი (იხ. ძველშავი საჩხერის)
ადრეულა (იხ. შაბა)
ადრეული (იხ. ადრეული შავი)
6ადრეული თეთრიკახეთითეთრისასუფრე
7ადრეული თხელკანაქართლითეთრისაღვინე
8ადრეული შავიქართლიწითელისაღვინეადრეული, ადრიანი
ადრიანი (იხ. ადრეული შავი)
ადრიანი (იხ. შაბა)
ავასარიხვაჟიში (იხ. ავასირხვა)
ავასარხვა (იხ. ავასირხვა)
9ავასირხვააფხაზეთითეთრისაღვინეავასარხვა, აუასირხვა, აუასარხვა, ავასარიხვაჟიში, აოსირხვაჟი, აუიში, აჟიში
10ავპეხიქართლითეთრიუნაყოფოგორული მწვანეს ვარიაცია
11ავრეხიქართლითეთრიუნაყოფოგორული მწვანეს ვარიაცია
ავრეხი ჩინური (იხ. ჩინური ავრეხი)
ავშილური (იხ. აბშილური)
12აზნაურაჰერეთიწითელისაღვინე
ათვიჟი (იხ. აშუღაჟი)
13ათინაურიგურიათეთრისაღვინე
ათმემე (იხ. ცხენისძუძუ აჭარული)
ათპიჟი (იხ. აშუღაჟი)
ათპიუჟი (იხ. აშუღაჟი)
14აკაბილიაფხაზეთიწითელისაღვინეაკაბული
15აკაბილიჟიაფხაზეთიწითელისაღვინეაკუბილაჟი
აკაბულ (იხ. აკაბილი)
16აკასაჟიაფხაზეთითეთრისაღვინე
აკიდო (იხ. მტევანდიდი)
17აკომშტალიაფხაზეთიწითელისაღვინე
18აკუბასააფხაზეთიწითელისაღვინე
აკუბილაჟი (იხ. აკაბილიჟი)
ალაბეური თეთრი (იხ. არაბეული თეთრი)
19ალადასტურიგურიაწითელისაღვინე
20ალექსანდროულირაჭაწითელისაღვინეკაბისტონი, კაბისტონა
21ალექსანდროული თეთრირაჭათეთრისაღვინე
22ალეშირაჭაწითელისაღვინე
23ალმურა თეთრიაჭარათეთრისასუფრეთეთრი ყურძენი
24ალმურა შავიაჭარაწითელისაღვინე
ამლაკუ (იხ. აჭანდარის საღვინე)
ამლახვი (იხ. აჭანდარის საღვინე)????
25ვარდისფერი ამლახუ (მდედრობითი)აფხაზეთივარდისფერი-
26ვარდისფერი ამლახუაფხაზეთივარდისფერი-
27ამლახუაფხაზეთიწითელისაღვინეაჩკიკი, აჩკირკი
28ამოხფიჟიაფხაზეთიწითელისაღვინეამოხთვიჟი
29ანანურამთიულეთიწითელისასუფრე-საღვინე
ანდრეულა თეთრი (იხ. ანდრეული თეთრი)
30ანდრეული თეთრიქართლითეთრისაღვინე
31ანდრეული ვარდისფერიქართლივარდისფერისაღვინეანდრიანი, ანდრიული წითელი
32ანდრეული შავიქართლიწითელისაღვინე
ანდრიანი (იხ. ანდრეული ვარდისფერი)
ანდრიული წითელი (იხ. ანდრეული ვარდისფერი)
აოსირხვაჟი (იხ. ავასირხვა)
აპაპინიჟი (იხ. აპაპნიჟი)
33აპაპნიჟიაფხაზეთიწითელისაღვინეპაპუნია, კაპუნია, აპაპნიჟი, პაპნიჟი, პაპუნარიჟი
34აჟაფშიაფხაზეთივარდისფერისაღვინე
35აჟბრუყიაფხაზეთიწითელისაღვინე
36აჟემჩიღიაფხაზეთიწითელისაღვინეაჟიმჩი
37აჟიააფხაზეთივარდისფერისასუფრე-საღვინე
აჟიში (იხ. ავასირხვა)
აჟიხვატა (იხ. აჟხჰვატა)
აჟკაჭიჭი (იხ. კაჭიჭი)
38აჟკვაკვააფხაზეთითეთრისაღვინეაჟშკვაკვა
39აჟკვაცააფხაზეთიწითელისაღვინე
40აჟყაფშიაფხაზეთიწითელისაღვინეაყაფში
აჟშკვაკვა (იხ. აჟკვაკვა)
აჟშხვატა (იხ. აჟხჰვატა)
41აჟხჰვატააფხაზეთითეთრისასუფრეაჟიხვატა, აჟშხვატა
არაბეული (იხ. არაბეული შავი)
42არაბეული თეთრირაჭა-ლეჩხუმითეთრისაღვინეალაბეული თეთრი, თეთრი არაბეული
43არაბეული შავირაჭაწითელისაღვინეარაბოული, არაბეული
არაბოული (იხ. არაბეული შავი)
არგვეთულა (იხ. არგვეთულა საფერე)
44არგვეთულა საფერეიმერეთიწითელისაღვინეკობახიძის საფერე, არგვეთულა შავი
არგვეთულა შავი (იხ. არგვეთულა საფერე)
45არქაულიჰერეთივარდისფერისასუფრე
ასანბეგურა (იხ. ინგილოური)
46ასპინძურა შავიზემო ქართლიწითელისაღვინე
ასურეთული (იხ. ასურეთული შავი)
47ასურეთული თეთრიქართლითეთრისაღვინე
48ასურეთული შავიქართლიწითელისაღვინეასურეთული, შალა, შალ იზიუმი
ატენის თითა (იხ. თითა ქართლური)
ატენური (იხ. ჩინური)
ატენური საფერავი (იხ. საფერავი ატენის)
აუასარხვა (იხ. ავასირხვა)
აუასირხვა (იხ. ავასირხვა)
აუიში (იხ. ავასირხვა)
49აფსუაჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
აფხაზურა (იხ. საკუმა)
50აფხაზურილეჩხუმიწითელისაღვინეაფხაზური შავი
აფხაზური შავი (იხ. აფხაზური)
აქლემისთვალა (იხ. ჟღია)
51აღბიჟიაფხაზეთიწითელისაღვინეაბყურძენი
52აღბიჟი (მდედრობითი)აფხაზეთიწითელისაღვინე
აყაფში (იხ. აჟყაფში)
აშვანუაჟი (იხ. შონური)
53აშუღაჟიაფხაზეთიწითელისაღვინეათვიჟი, ათპიჟი, ათპიუჟი
აჩკიკი (იხ. ამლახუ)
54აჩკიკიჟიაფხაზეთივარდისფერისასუფრეცხენისძუძუ აფხაზური, ააცკიკა
აჩკირკი (იხ. ამლახუ)
55აცხოუჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
56აძნიჟიაფხაზეთიწითელისასუფრეაგრიჟი
57აწეიჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
58აწისიჟიაფხაზეთიწითელისაღვინე-სასუფრე
59აწლიჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
აჭანდრის საღვინე (იხ. აჭანდრის წითელი)
60აჭანდრის წითელიაფხაზეთიწითელისაღვინეაჭანდრის საღვინე
61ახალციხური თეთრიმესხეთითეთრისაღვინე
62ახარდანიაფხაზეთიწითელისაღვინეხარდანი
ახმეტის წითელი (იხ. ახმეტური შავი)
ახმეტურა (იხ. ახმეტური შავი)
63ახმეტური შავიკახეთიწითელისაღვინეახმეტურა, ახმეტის წითელი
64ახუხუჟიაფხაზეთიწითელისაღვინე
65ბადაგიგურიავარდისფერისაღვინე
66ბაზალეთურიიმერეთითეთრისაღვინებაზალეთური ცოლიკოური, მწვანე ცოლიკოური
ბაზალეთური ცოლიკოური (იხ. ბაზალეთური)
ბათომის ყურძენი (იხ. ბათომურა)
67ბათომურააჭარაწითელისასუფრებაოლური, ბათომის ყურძენი
ბანძულა (იხ. ძირაგეულის შავი)
ბაოლური (იხ. ბათომურა)
68ბახვარაჭაწითელისაღვინე
69ბეგლარის ყურძენიკახეთითეთრისაღვინე
70ბელარიანილეჩხუმიწითელისაღვინე
71ბეჟანამესხეთიწითელისაღვინე

მოუძიებელი ქართული ვაზის ჯიშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში ვაზის გადაშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი მტრების შემოსევა გახლდათ, რომელთაც ვენახების გაჩეხვით საქართველოს ქრისტიანობის ეროვნული სიმბოლოს მოსპობა და ეკონომიკური დაკნინება უნდოდათ. განსაკუთრებით მძიმე ბედი ერგო საქართველოს ორ რეგიონს: აჭარასა და ჰერეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა აჭარლებს რამდენჯერმე გაუჩეხეს ვენახი, სოფლის მცხოვრებლებმა ყველაზე მოსავლიანი ჯიშები ტყეებში გაიტანეს, სხვადასხვა ხეს: რცხილას, უხრავს, ნეკერჩხალს, წაბლს და სხვას ჩამოურიგეს და შესთხოვეს, თქვენთვის მომიბარებია და კარგად შემინახეო. ამის შედეგად რამდენიმე წელიწადში აჭარის ტყეებში მაღლარები გაჩნდა და უამრავი ჯიში განად-გურებას გადაურჩა. მართალია, ისლამი აჭარლებს დადუღებული სახით ყურძნის წვენის დალევას უკრძალავდა, მაგრამ ნებას აძლევდა იგივე წვენი აუდუღარი სახით დაელიათ. ყურძნის ასეთ წვენს აჭარაში „ხარდალი“ ჰქვია. მოზელდნენ ხარდალს (მდოგვს), იმით, როგორც იქ ამბობდნენ, „გამოფაფავდნენ“ ქვევრს, შიგ ჩაასხამდნენ ტკბილს და თავს მოუკრავდნენ. ტკბილი არ დუღდებოდა და როცა ნადიმი ჰქონდათ, ამ ტკბილს ღვინის მაგივრად მიირთმევდნენ ან შესქელებულ ყურძნის წვენს — ბადაგს ამზადებდნენ. აჭარის კვლავ შემოერთების შემდეგ თითქმის ყველა სოფელში აღმოჩნდა უზარმაზარი ქვევრები და შიგ ასი წლის ჩარჩენილი ღვინოც კი უნახავთ. თედო სახოკიას ცნობით, ოსმალებისგან გათავისუფლების შემდეგ აჭარული ჯიშის ყურძნისგან პირველი ღვინო 1896 წელს ქვემო აჭარის უფროსის თანაშემწეს, სიმონ იოსელიანს დაუყენებია.

მტრების შემოსევისგან ისტორიული ჰერეთის მევენახეობამაც ისეთივე უბედურება გადაიტანა, რაც კახეთმა და ქართლმა, მაგრამ სარწმუნოების შეცვლის გამო ჰერეთში მევენახეობა ვეღარ აღდგა. გასული საუკუნის 70-იან წლებში მაქსიმე რამიშვილის ხელმძღვანელობით ჩასულმა სამეცნიერო ექსპედიციამ ჰერეთში აბორიგენული ვაზის 107 გაველურებული ჯიში აღმოაჩინა და მოსახლეობას არც ერთის სახელწოდება არ ახსოვდა. ასე რომ, ჰერეთიდან შემოტანილი ვაზების უმრავლესობას სახელწოდებები ადგილმდებარეობის მიხედვით აქვთ შერჩეული. მათი ძირითადი ნაწილი კი მხოლოდ ნომრებითაა ცნობილი.

ქართულ ვენახებს მნიშვნელოვანი ზიანი ისეთმა მავნებელმაც მიაყენა, როგორიც ფესვის ფილოქსერაა. იგი საქართველოში 1881 წელს გამოჩნდა სოხუმის მახლობლად ვედენსკის მამულში. 1884 წელს კი უკვე თბილისში ზუბალაშვილის ბაღში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მწერი მთელს საქართველოს მოედო. ფილოქსერაგამძლე ვაზის ძიებისას ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს ახალი ჯიშები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შემოჰყვა უმძიმესი დაავადებები: ჭრაქი (მილდიუ) და ნაცარი (იოდიუმი), რამაც ევროპული და მათ შორის საქართველოს ვენახები გაანადგურა.

პროფესორების, მაქსიმე და რეზო რამიშვილების კვლევების შედეგად საქართველოს ტერიტო-რიაზე მოძიებული იყო კულტურული ვაზის წინაპრის დაახლოებით 400-მდე ვაზის ველური და გავ-ელურებული ფორმები, რომლებიც დაფიქსირებული გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნო ინსტიტუტის დიღმის საკოლექციო ნაკვეთში. ქართულ ენას ველური ვაზისთვისაც შეურჩევია შეს-აფერისი სახელწოდებები: ტყის ვაზი, უსურვაზი, კრიკინა (კახური და იმერული), ზღვამლი (ქვემო იმერული), კირკენა (ქიზიყი), ბაბილო (ქართლური და მთიულური), კირკინა (ფშაური), ძღვამლი, ძღვამბლი, რძღვამლი (რაჭული), მენცხერო (ლეჩხუმური), მორცხულა (გურული), ჩიტიში ყურძენი, ბურეხი, ვერნახი, შხურიჩი (მეგრული), ტყარ ყურზელ, ცხეკიში ყურზელ, ჰერწმიში ყურზელ (სვანური), ბურძღუმი, ძღუამლი (ჰერეთული), მტკუი ბინეხი (ჭანური). ეს სახელწოდებები ხშირ შემთხვევაში სინონიმები არ არის, ისინი ამპელოგრაფიულად განსხვავებულ ფორმებს ჰქვია.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]