მკვრივი ყურძენი
იერსახე
მკვრივი ყურძენი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
სახელწოდება მიღებული აქვს თავისი კუმსი მტევნების გამო.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს აბლაბუდისებრი და საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძლიერ კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ელფერის. კანი თხელი აქვს, რბილობი — წვნიანი და მდნარი. მკვრივი ყურძენი სიმწიფის საგვიანო პერიოდის და მოსავლიანი ჯიშია.
გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 242