აღბიჟი (მდედრობითი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღბიჟი (აფხ. Аӷбажь[1] < аӷба — „გემი“ და ажь — „ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულისებური ან თირკმლისებური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე უმნიშვნელოდაა დაფარული აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითია. მტევანია საშუალო ზომის აქვს, კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-ოვალური, მუქი ლურჯი შეფერილობის. უხვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი — შეფერილი. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 26%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.4 გ/ლ-ს.

იძლევა ალუბლისფერ ღვინოს, საშუალო სხეულითა და სასიამოვნო არომატით. შესაძლებელია ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინის დამზადებაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 54

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015