აჭარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია ისტორიული კუთხის შესახებაა. ასევე, იხილეთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. სხვა მნიშვნელობებისთვის, იხილეთ აჭარა (მრავალმნიშვნელოვანი).
აჭარა
მცირე კავკასიონი
მცირე კავკასიონი
Historical Adjara in modern international borders of Georgia.svg
კუთხის ცენტრი ქედა და ხულო
ქვეყანა საქართველო
ფართობი 1873,4 კმ²
ეროვნება ქართველები
აჭარა მესხეთის დანაყოფში
აჭარა მესხეთის დანაყოფში

აჭარასაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს — აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.

მხარის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახუშტი ბატონიშვილი თავის „გეოგრაფიულ აღწერაში“ აჭარას აღწერს შემდეგნაირად:

ვიკიციტატა
„ხოლო ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი აღმოსავლეთიდამ, და გამოსდის ზარზმა-აჭარას შორის მთასა, აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ამ წყლის კიდეზედ, ამ ჴეობის საშუალს, არს მცირე ქალაქის მსგავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი. ხოლო მოერთვიან ამ აჭარის მდინარეს, გურიის მთიდამ და აჭარას და ლიგანისჴევის შორისის მთებიდამ, ჴევნი და მათ ზედა არიან დაბნები შენნი. არამედ მზღვრის: აღმოსავლით მთა აჭარასა და ზარზმას შორისი, და გარდავალს მას ზედა გზა სამცხეს; სამჴრით — მთა აჭარასა და ლიგანისჴევს შორისი; დასავლით — მდინარე ჭოროხი; ჩრდილოთ — მთა გურიასა და აჭარას შორისი, სადა გარდავლენან გზანი გურიას. და არს აჭარის ჴეობა ვენახოვან ხილიანი, მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბანბისა, ყოვლითა მარცვლითა, არს ტყიანი, კლდიანი, იწრო, ჴრამოვან-ღრატოიანი. მთანი ტყიან-ნადირიანი, კაცნი ჴელოვანნი ხის მუშაკობითა. აქ აკეთებენ ყველს: ერთი იქმნების , იე და ლიტრა, არაოდესვე წახდების, არცა დაობდების, რაჟამს გნებავს, შემგბარი კეთილ-სახმარ არს.“

ხოლო თედო სახოკია კი წერს შემდეგს:

ვიკიციტატა
„აწინდელი ახალციხის მაზრის დასავლეთით და გურიის, ანუ ოზურგეთის მაზრის, სამხრეთით, აჭარის-წყლის ხეობაში მდებარეობს ღრანტოვანი და ხევიან-კლდიანი კუთხე საქართველოსი — აჭარა.“

აჭარა როგორც მდინარე ჭოროხის აუზის განუყოფელი ნაწილი, მესხეთში შედიოდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდაჭარა იყო, შემდეგ — ხიხანი, მოგვიანებით — ხულო) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.

ვიკიციტატა
„აჭარა, ანუ აწინდელი ბათუმის ოლქის ერთი ნაწილი, მდებარეობს გურიის სამხრეთით. მისი საზღვრებია: აღმოსავლეთით — არსიანის მთა, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის მდინარეებს ჰყოფს ერთმანეთისაგან. გარდა ამისა, არსიანი მთაა საზღვარი აჭარისა და ახალციხის მაზრისა; ჩრდილოეთით — აჭარის ქედი, რომელიც არსიანის მთის გაგრძელებას შეადგენს და რომელიც გურია აჭარას ერთმანეთისაგან საზღვრავს; სამხრეთით — შავშეთის ქედი, ისიც არსიანის მთის შტოა და ჰყოფს აჭარისწყალს და მის შტოებს იმ მდინარეებისაგან, რომელნიც ერთვიან მდინარე ჭოროხს მარჯვნით. ხოლო, დასავლეთ აჭარა თავდება სოფელ კიბესთან, ერთი კილომეტრის მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მდ. აჭარისწყალი მდ. ჭოროხს ერთვის.“

ზემო აჭარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო აჭარის მმართველებად ითვლებოდნენ ჯერ ერისთავთ-ერისთავი აბუსერისძენი, ბოლოს კი სანჯაყ-ბეგი ხიმშიაშვილები.

ქვემო აჭარა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემო აჭარის სანჯაყ-ბეგებად ითვლებოდნენ აბაშიძეები.

ერთვერსიანი რუკა (1914-15) თედო სახოკია (1897)[1] დღეს
კიბე კიბე კიბე
რუს. Пост Аджарис-цкали აჭარისწყალი
კაპნის-თავი კაპნისთავი კაპნისთავი
ჭინკაძე ჭინკაძე ჭინკაძეები
დოლოგანი
ზუნდაგა ზუნდალა ზუნდაგი
ბაბუჩ-ოღლი
მაღლაკონი მაღლაკონი მაღლაკონი
ჭალახმელა ჭალახმელა ჭალახმელა
უჩხითი უჩხითი უჩხითი
ქვედა მილისი ნამლისი ნამლისევი
ზედა მილისი მილისი მილისი
კოსოსოფელი ქოსოფელი
ქვედა-ბზუბზო ბზუბზუ ქვედა ბზუბზუ
ზედა-ბზუბზო
შოთიძე-გოგაძე
შოთიძე-გოგაძე ზედა ბზუბზუ
დერე-ხოხნა დერე-ხოხნა კოლოტაური
ორთა-ხოხნა ორთა-ხოხნა
დუეთი
საღორეთი საღორეთი პირველი მაისი
მახუნცეთი-სუპლა ქვედა-მახუნცეთი ქვედა მახუნცეთი
მახუნცეთი-ულია ზედა-მახუნცეთი ზედა მახუნცეთი
ცხემლო ცხემლა ცხემნა
კორომხეთი კორომხეთი კორომხეთი
ძენუ მანი ძენიამანი ძენწმანი
ორცვა ორცვა ორცვა
კაკა-ოღლი კაკა-ოღლი არსენაული
სამზიარ-შავაბური სამზიარ-შავაბური შევაბური
აჯაშპირი
კუჭულა კუჭულა
გოგნიძეები გოგინიძეები
ალიკ-ოღლი ალი-ოღლი ოქტომბერი
ასამბაძე
მეძიბნა მეძიბნა მეძიბნა
მერისი მერისი მერისი
ჭალათი ჭალათი
გარეტყე
ნამონასტრევი ნამონასტრევი
ქვედა აგარა
აგარა აგარა ზედა აგარა
ზენდიდი ზენდიდი ზენდიდი
გულები გულები გულები
ქედა ქედა ქედა
ხუნკუდა
აკუცა აკუწა აქუცა
ზესოფელი ზესოფელი ზესოფელი
ვაიო ვაიო ვაიო
ზვარი ზვარე ზვარე
კვაშტა კვაშტა კვაშტა
ტიბეთა ტიბეთა
ვაჯანისი ვარჯანისი
სოცხარია
სასადილოყელი
წონიარისი წონიარისი წონიარისი
კანტაური კანტაური კანტაური
აბუკეთი აბუქეთა აბუქეთა
ცხმორისი ცხმორისი ცხმორისი
კოკოტაური კოკოტაური კოკოტაური
ახო ახო ახო
გეგელიძე გოგელიძე გეგელიძეები
ბალაძე ბალაძეები
გორგიული
მუსიაშვილები მოსიაშვილები
დანდალო დანდალო დანდალო

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჭარა ისტორიულად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც გეოგრაფიულად ზემო ქართლის, კერძოდ, მესხეთის ნაწილს შეადგენდა. აჭარა როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მხარე გვხვდება XI საუკუნის წყაროში, კერძოდ ლეონტი მროველის თხზულებაში, ფარნავაზ მეფის მიერ(ძვ.წ IV-III სს.), ქვეყნის საერისთავოებად დაყოფისა და ერისთავების განწესების შესახებ ცნობაში:

ვიკიციტატა
„მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავი, და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელი არს სამცხე და აჭარა“
(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24)

საეკლესიო ისტორია მიიჩნევს, რომ საქართველოში ქრისტიანობა შემოვიდა და გავრცელდა აჭარის მხრიდან, კერძოდ დიდაჭარიდან. იგი სამცხესთან და საქართველოს სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია ანდრია პირველწოდებულმა. ამის შესახებ მასალებს იძლევა ევსევი კესარიელი (IVს.). შემდეგ XI საუკუნეში, ამ საკითხს შეეხნენ მთაწმინდელები, რომელთაც გადმოგვცეს მოციქულების განვლილი გზა, რაც აისახა „ქართლის ცხოვრების“ ჩანართებში. ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში კერძოდ აჭარაში რამდენიმეჯერ იმოგზაურა, როგორც მარტო ასევე სხვა მოციქულებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ გადმოცემის თანახმად ქრისტეს მე-12 მოციქული მატათა გონიოში განისვენებს. ანდრია მოციქულის მიერ იქნა დაარსებული პირველი ეკლესია დიდაჭარაში.

ვიკიციტატა
„...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“ “
(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.39)

ვახტანგ გორგასლის დროს აჭარა სავარაუდოდ იგივე ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული როგორც, VIII საუკუნეში მაშინ, როდესაც იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს „ქართველთა სამეფოს“ შემადგენლობაში იყო. ბიზანტიელი მწერლები მაგალითად კონსტანტინე პორფიროგენეტი (X ს.) მას იცნობს აჭარის სახელით, რომელიც აჭარას Αδραρἃ-თი იხსენიებს წერს, რომ აჭარა იყო ერთი იმ ოთხ საპრეფექტოთაგანი (ბერიაზახი, კარნატი, კუელი და თვით აჭარა), რომელნიც შეადგენდნენ სუმბატ კურაპალატის სამფლობელოს[2]. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ზემო ქართლი და ლაზისტანი ჯაყელების ხელში გადავიდა.

XI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ერთიანი ფეოდალური საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდში ზემო აჭარა კლარჯეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა და მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XIII საუკუნის შუა წლებიდან აჭარა მის მეზობლად არსებული სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენს, მაგრამ XV საუკუნის შუა ყვარყვარე II ჯაყელმა აჭარა გადასცა გურიის მთავარს, რომელიც ეხმარებოდა, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფესთან, გიორგი VIII-სთან ბრძოლაში. ბრძოლა 1465 წელს გაიმართა. ყვარყვარე ათაბაგსა და გიორგი მეფეს შორის. ყვარყვარემ შველა და დახმარება სთხოვა კახაბერ გურიელს, რის სანაცვლოდაც საჩუქრად მისცა აჭარა და ჭანეთი.

ვიკიციტატა
„ამისთვისცა მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთის ადგილნი გურიელ კახბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმა კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი...“

XVI საუკუნის დასაწყისში მზეჭაბუკ ათაბაგმა აჭარა გურიელს წაართვა, მაგრამ 1535 წლიდან ეს მხარე კვლავ გურიელის ხელში გადავიდა. გვიანფეოდალურ ხანაში აჭარა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო (მაღალმთიანი) აჭარა და ქვემო (ზღვისპირა) აჭარა, მის ცენტრალურ ნაწილს კი შუახევი წარმოადგენდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში ოსმალეთმა სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დაარსეს და ახალციხის(ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. ოსმალეთის ბატონომის ხანაში ზემო აჭარის სანჯაყ-ბეგები იყვნენ ხიმშიაშვილები, რომელბიც გარეგნულად სულთნის მორჩილები იყვნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ ავტონომიას და ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. 1829 წლიდან ოსმალებმა ზემო და ქვემო აჭარა ტრაპიზონის ვილაიეთს, ლაზისტანის სანჯაყს შეუერთეს.

1878 წელს რუსეთ-ოსმალეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ახლად შემოერთებული აჭარა ადმინისტრაციულად ბათუმის ოკრუგის სახით გამოიყო. 1883 წელს ბათუმისა და ართვინის ოკრუგები გაერთიანდა და ბათუმის ოლქი შეადგინა, რომელიც ადმინისტრაციულად ქუთაისის გუბერნიას დაექვემდებარა.

აჭარის კუთვნილების საკითხი არა ერთხელ წამოიჭრა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგაც, 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების შედეგად ოსმალეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რამდენიმე დღეში ქ. ტრაპიზონში დაიწყო ამიერკავკასიის კომისარიატისა და ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იყო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ოსმალეთმა შეტევები განაახლა, ქართულმა მხარემ ოსმალეთის ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე ჩოლოქთან შეძლო.

1918 წლის 4 ივნისს ქ. ბათუმში საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება რომლის ძალითაც აღსდგა რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომამდე არსებული საზღვრები. ე.ი. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი. მოგვიანებით 1918 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ოსმალეთი პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა მუდროსის ზავზე (ფაქტობრივად კაპიტულაციაზე) საქართველოსა და ოსმალეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა.

მას შემდეგ რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო ამიერკავკასია და კვლავ დაუმეზობლდა თურქეთს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით,დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ოსმალეთის საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან, შემდეგ მიუყვებოდა ქედისმთას, შავშეთსა და კინნი-დაღის მთების წყალგამყოფ, არდაგანის (არტაანის) და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს, მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ხეობებს. ამრიგად საბჭოთა რუსეთმა თურქეთს დაუთმო საქართველოს ისტორიული ტერიტორია: ართვინის, არტაანის და ყარსის ოკრუგები.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ საქართველოს რევკომის 1921 წლის 16 ივლისის დეკრეტით აჭარა თანამედროვე საზღვრებით ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ აჭარის ა/რ-მ შეინარჩუნა პოლიტიკური სტატუსი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი: ხელვაჩაურის, ქობულეთის, ქედის, შუახევის და ხულოს, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. ბათუმი.

გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1897 წელს როდესაც თედო სახოკიამ აჭარაში იმოგზაურა, აღწერა აჭარაში შემავალი გზები:

ვიკიციტატა
„აჭარა შემოსასვლელი გზები აქვს შემდეგი მხრიდან: ერთი — ბათუმის მხრიდან, ეგრეთ წოდებული ბათუმ-ახალციხის შარა-გზით, მეორე — ამავე გზით ახალციხიდან (ყანლის მთაზეა გადმოსასვლელი); გურიიდან სამი გზა შემოდის: ბჟუჯის-წყლის ხეობით თაგინურზე (2918 მ.), აჭარის-წყლის ხეობითა და ბახვის-წყლის ხეობით ბადიშზე. ამ სამში ბადიშის გზა ყველასა სჯობია. შავშეთიდან სამი მხრივ შემოდის გზა: ერთია, მთა კორდა (2640 მ.), მეორე — ხევა (3073 მ.) და მესამე — ყვირილა.“

აჭარული სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო აჭარისათვის დამახასიათებელია ჯარგვლისებური ხის სახლები, ან, როგორც აქ ეძახიან კონღები. კონღა იგივე საზაფხულო სოფელია. სოფლის შესასვლელში განმარტოებით დგას ხის დაბალი, მხარნახევრის სიმაღლე, ჯარგვალი, ორ-თვლიანი, რომელიც წარმოადგენდა სოფლის სასტუმროს. სასტუმროს ერთი თვალი ადამიანისთვი იყო, რომლის შიგნით იქეთ-აქეთ ფართო, მაგრამ ძალზე დაბალი (ერთი მტკაველი სიმაღლე) ტახტები იყო შეკრული, ხოლო შუაში მიწურზე ცეცხლი ენთო. მეორე თვალი-კი ცხენის დასაბმელად იყო მიდგმული.

აჭარული სახლი ორსართულიანია. ზედა სართულში ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში — თავლა და ბოსელია ერთად. გარედან სახლს სიგრძე და სიგანე 4 მხარი აქვს. ფანჯრები იხურება დარაბებით. ზედა სართული სამ განყოფლებიანია. ერთი რომელიც ამავდროულად სასტუმროცაა, საჯალაბო იმავდროულად სამზარეულოცაა. იქეთ აქეთ დაბალი, მტკაველ-ნახევარის სიმაღლე ტახტებია მიკრული, განივრები, ცარიელი და ძალზედ შავი. ტახტებს შუა ქვედა სართულის ჭერზედ მიწა აყრია და კერა არის გამართული: ზემოდან საკიდელა ჰკიდია რკინისა, რომელზედაც საჭიროების დროს ქვაბებს კიდებდნენ. საჯალაბოში ქალია ბატონი, მამაკაცს შიგ შესვლა ეკრძალება. აქ ამზადებდა ქალი საჭმელს, აკეთებდა საოჯახო ხელსაქმეს და აქვე იძინებდა.

საჯალაბოდან დაბალ კარშია გასასვლელი და შევდივართ მესამე განყოფილებაში — სარძევეში. ეს ოთახი მარტო რძისათვის არის მიჩენილი და სარძევეც მაგიტომ დაერქვა. რძის ჭურჭელი ნაძვის მასალის იყო. ესენია:

  1. გვარდა — ნაძვის თხელ ყავრისაგან აკეთებდნენ მრგვლად, იყენებდნენ კარაქის საზიდად, ცხენს აქეთ-იქედან დაჰკიდებდნენ.
  2. საწველელი — წააგავს გვარდას.
  3. ხელგობი — თელისაა, მაგარი, შიგ ყაიმაღი დგას კარაქის ამოღებამდე.
  4. ვარია — მაწვნის სადღვებელი, წააგავს ქართლურს, ხის მრგვალი ძელია ამოშიგნული რომელიც თოკებით არის დაკიდული და როცა მაწონს ჩაასხამენ , აქეთ-იქეთ აქანებენ.

სარძევის იატაკი ერთ ადგილას გამოჭრილია, რომელზეც მიდგმული ჰქონდა საცალფეხო კიბე, ერთი ძელისა (როგორც მეგრული ტკვა). აქედან ჩადიან ქვედა სართულში ბოსელში, სადაც საქონელია დაბმული.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხვნა-თესვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესაქონლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მებაღეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მევენახეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფუტკრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფუტკრეობა აქ სოფლის მეურნეობის ერთ ერთი დარგია. მართალია ის ისევე არაა განვითარებული, როგორც მესაქონლეობა მაგრამ მოსახლეობა მაინც ინარჩუნებს მას. XX საუკუნის შუა ხანებამდე აჭარაში იყენებდნენ, გურია-სამეგრელოში არსებული სკების მსგავს: მეტრი-მეტრანახევარი სიგრძის ხის ძელი შუაზე იყო გაპობილი. ორივე ნაწილს გული ამოღრუტნული ჰქონდა. ეს ორი გულამოღებული ნახევარბოძი შეერთებულია. ქვეშიდან დასაჭერად თავსა და ბოლოში კაპიანი სარები ერჭოთ ხეზე დასაკიდებლად. სახლის გარდა ასეთი სკები ტყეშიც იდგმევა.

მეფუტკრეობას განსაკუთრებით მისდევენ მაღალმთიან აჭარაში. თედო სახოკიამ აგვიღწერა მაშინდელი მეფუტკრეობა:

ვიკიციტატა
„მთელს აჭარაში ას-ოც კომლამდე იქნება სკების პატრონი. განსაკუთრებით ბევრი ჰყავთ ზემო-აჭარის ორ საზოგადოებაში: ფუშრუკაულისა და ინწკირვეთისაში. ჰყოლიათ სულ 900 სკა (ზემო-აჭარაში — 360 და ქვემოში — 540). გამოუღიათ თაფლი — 820 (ზემოში — 360, ქვემოში — 460) ფუთი და სანთელი — 400 (ზემოში — 180, ქვემოში — 220) ფუთი. ერტი ფუთი სანთელი იყიდებოდა — 16 მანეთად, ხოლო თაფლი — 3 მანეთად. თაფლს უმეტეს შემთხვევაში არა ჰყიდიან, უფრო ოჯახში ხარჯავენ.“

მეთევზეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აჭარლები.

აჭარის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყოველთვის წარმოაგდენდნენ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა — აჭარლები. სხვადასხვა დროს აჭარაში ცხოვრობდა სომეხი და ბერძენი მცირერიცხოვანი მოსახლეობაც, რომელთა ძირითადი საქმიანობა ვაჭრობა წარმოადგენდა.

ვიკიციტატა
„ხულოში, ჯამეს ცოტა მოშორებით ათიოდ დუქანია ხისა, პატარები, საწვრილმანოები, საყასბო, სამჭედური. ვაჭრები ბერძნები და სომხებია.“

1897 წლისათვის აჭარისა და შავშეთის საზღვარზე, სარიჩარაის მთებში ცხოვრობდა რამდენიმე ასეული კომლი ლტოლვილი ქურთი.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკუნეების მანძილზე აჭარაში სარწმუნოება იმის და მიხედვით იცვლებოდა თუ ვის გავლენის ქვეშ ექცეოდა აღნიშნული რეგიონი. აჭარლები, როგორც ქართლის სხვა კუთხე მისდევდა მრავალღმერთიანობას. I საუკუნეში ქრისტეს მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგებიდან ის ნელ ნელა გადადიოდა ქრისტიანობის რჯულზე. წმინდა ნინოს დროს, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა აჭარა ქრისტიანობის ერთ ერთ კერად იქცა. მასში დაარსდა საეპისკოპოსოები და აშენდა არაერთი ეკლესია. მოგვიანებით ოსმალური იმპერიის მიერ რეგიონის ხელში ჩაგდებიდან, აჭარაში ფეხი მოიკიდა მუსულმანურმა სარწმუნოებამ. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ რაც რეგიონი რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის იმპერიაში არ იდევნებოდა მუსულმანობა, ხელი ეწყობოდა ქრისტიანობის გავრცელებას. საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის გვრცელებასთან ერთად ხალხში მცირედ ანთებული ნაკვერჩხალი კიდევ უფრო შემცირდა. რეგიონი ითვლებოდა სასაზღვრო ტერიტორიად და იქ მისვლა მოსვლა გართულებული იყო. საბჭოთა წყობის დანგრევის შემდეგ ვითარება რელიგიის აღმსარებლობის თავისუფელბის კუთხით შეიცვალა. ქრისტიანულ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი საკულტო ნაგებობები, მუსულმანებმა ააშენეს ჯამეები თავიანთი მრევლისათვის. ასევე გააქტიურდნენ სხვა როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული რელიგიის მიმდევრები.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხე-კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხირხათის ციხე, ბეგოშვილების ციხე, ცივასულას ციხე, საღორეთის ციხე, გულების ციხე, ტაკიძეების (დანდალოს) ციხე, კავიანის ციხე, ჭვანის (ტაკიძეების) ციხე, ოქროპილურის ყალაბოინი, მთისუბნის ციხე, ნიგაზეულის ციხე-გალავანი.

სასახლეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვისთაღოვანი ხიდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქვისთაღოვანი ხიდი.

1897 წელს თედო სახოკიამ შემდეგი ხიდები დააფიქსირა აჭარაში, ესენია:

ზემო აჭარაში: განახლების (ყადიოღლები), შანთაძეების, შირინოღლების, ურხოს და ფურტიოს ხიდები.

ქვემო აჭარაში:

სახელწოდება კოორდინატები ფოტო
მახუნცეთის ხიდი 41°34′15″ ჩ. გ. 41°51′36″ ა. გ. / 41.5710278° ჩ. გ. 41.8601639° ა. გ. / 41.5710278; 41.8601639 Queen Tamar's bridge near Makhuntseti (G.N. 2011).jpg
ცხმორისის ხიდი
დანდალოს ხიდი 41°38′48″ ჩ. გ. 42°06′27″ ა. გ. / 41.6469278° ჩ. გ. 42.1075778° ა. გ. / 41.6469278; 42.1075778 Dandalo bridge, Adjara, Georgia.jpg

1895 წლის წყალდიდობის შედეგად დაინგრა შანთიძეების, მახუნცეთისა და ცხმორისის ხიდები, ხოლო ყადიოღლების ხიდი დაზიანდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962
  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985
  • ვ. ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, ტფ., გვ. 225
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დასახ. ნაშრომი, გვ. 207-208
  2. К. Ган, «Извѣстiя древнихъ греческихъ и римскихъ писателей о Кавказѣ». Часть II, გვ. 2.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჭარა&oldid=3360052“-დან