ჯვარი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯვარიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჯვარი ძალიან იშვიათი ჯიშია. იგი ხელოვნური დამტვერვის გარეშე მცირემოსავლიანია, რაც მისი მდედრობითი ყვავილის აგებულებითაა გამოწვეული. გლდანსა და ავჭალაში ჯვარს შეცდომით „ცანცქატას“ ეძახიან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდია, გულისებრი ფორმის. სამ, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული ჯაგრისებრად, რაც ძარღვების გასწვრივ ჭარბობს. ყვავილი მდედრობითია. მტევანი ძირითადად საშუალო ზომისაა, აქვს დიდი მტევნებიც. მტევანი კონუსური ფორმისაა, ხშირად დატოტვილი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელია და წვრილმარცვლიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ჩალისფერი. კანი თხელი და მწკლარტე აქვს. ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, საკმაოდ ტკბილი.

ჯვარი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 150-170 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ევროპული წესით დაყენებული ღვინო ქარვისფერია, საკმაოდ სხეულიანი და სასიამოვნო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 538