კიბურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიბურაქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი — საშუალოზე მცირე ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმისა და საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი. კანი სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქიო უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, წვენი შეუფერავი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

იბურა საშუალო ზრდით გამოირჩევა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 188 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 90 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი — 5.5-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.8 გ/ლ-ს.

კიბურა გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის მსუბუქი ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 185-186