ძიგანიძე (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძიგანიძექართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

გავრცელებულია მხოლოდ ზემო იმერეთში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, გულისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ერთი ფრთით, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, ცვილისებრი ნაფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, წვნიანი, წვენი სუსტადაა შეფერილი.

ძიგანიძე საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 160 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-12 გ/ლ-ს.

გამოიყენება ნაზი და ჯიშური არომატიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 467