შინაარსზე გადასვლა

კახის ვარდისფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახის ვარდისფერიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

ნაპოვნია ისტორიულ ჰერეთში, სოფელ მეშაბაშის ახლოს, ძველ ვენახში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად ძლიერადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანიდიდი ზომისაა, ცილინდრული ფორმის, იშვიათად მხრიანი, თხელია. მარცვალი მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მოწითალო-მოვარდისფრო. კანი მკვრივი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და კნატუნაა, წვენი უფერული, გემო სსასიამოვნო და ჰარმონიული, კრგად გამოხატული ჯიშური არომატით.

კახის ვარდისფერი საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი 160-164 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. საჰექტარო მოსავლიანობა 8.6 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.33-19.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.4 გ/ლ-ს.

მტევანი და მარცვალი გამოირჩევა ლამაზი გარეგნობითა და სასიამოვნო გემოთი. ჯიში ადგილობრივი სასუფრე მიმართულებისაა.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 181