მირზანული თეთრი
მირზანული თეთრი, მირზაანის თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უფრო ოვალური ფორმისკენ გადახ-რილი, ხუთ-სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი და საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი შებუსვით. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, ზოგჯერ უფორმო მტევნებიც გვსვდება. მტევანი კუმსია, ზოგჯერ ძალიან კუმსი, ხშირად მხრიანია. მარცვლი საშუალო და საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-ყვითელი ელფერით. მარცვლის კანი თხელი და საკმაოდ მკვრივია, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი ოდნავ მკვრივი და წვნიანია.
ვაზი ძლიერი ზრდისაა. მირზანული თეთრის სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 150 დღეა. მტევნის საშუალო წონა 100-დან 000 გრამამდე მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-15.0 ტონას აღემატება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 14-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7.5 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო. იგი ჩალისფერია, სუსტი არომატით, სასიამოვნო გემოთი და მცირე სხეულით. იწურება სხვა ჯიშის ყურძენთან ერთად. გაცილებით უფრო პერსპექტიულია საბრენდე სპირტის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 241-242