სამაჭრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამაჭრია, სადადეგო, საბადაგოქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ვაზის სახელი მის სამეურნეო დანიშნულებაზე მეტყველებს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და ზოგჯერ საშუალოზე პატარა ზომისაა, კვერცხისებური ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძლიერ კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია წითელი, მაგრამ მტე-ვანში ერთდროულად გვხვდება მუქი წითელი და შავი მარცვლები. კანი თხელი აქვს, ნაკლებად მკვრივი, სქელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი ძალიან წვნიანია, წვენი შეუფერავია, მომჟავო-მოტკბო გემოთი.

სამაჭრია საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

სამაჭრია გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 329