გორულა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გორულა — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში. იზრდება ინტენსიურად. მისი ყლორტების 75-84% ნაყოფის მომცემია. უხვმოსავლიანია, ჰა-ზე საშუალოდ 100 ც-ზე მეტი იკრიფება. ყურძენი სქელკანიანი, ხორციანი და ნაკლებწვნიანი. მწიფდება შუა ოქტომბერში. შაქრიანობა 18-19%, მჟავიანობა 5-6%-მდე. გორულა ტრანსპორტაბელური, მაღალხარისხოვანი სუფრის ჯიშია. გავრცელებულია მცხეთის, ახალგორის, კასპის, გორის მუნიციპალიტეტებში და თბილისის გარეუბნებში.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რამიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 124.
- რამიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 234.