კირწმაგარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირწმაგარა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ვაზის სახელწოდება მისი ყუნწის (იმერ. კირწი) გამძლეობას გამოხატავს. იმერეთში უძველესი დროიდან კულტივირებული ჯიშია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, კუმსი. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო, მუქი წითელი. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით შესამჩნევად დაფარული. რბილობი წვნიანია.

კირწმაგარა საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 175-250 გრამია, საჰექტარო მოსავლინობა კი 6.5-8.8 ტონა. ყურძნის სრული სიმ-წიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 17-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

კირწმაგარასგან მზადდება ნაკლებად ჰარმონიული სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 187-188