ოძისური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოძისური — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

აღმოჩენილია გასული საუკუნის 70-იან წლებში რევაზ კიკაჩეიშვილის მიერ შიდა ქართლში, ახალგორის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, მუქი ლურჯი, მკვრივკანიანია, რბილობი წვნიანი აქვს, სასიამოვნო მომჟაო-მოტკბო გემოთი.

ოძისური ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 155-160 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 200-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 25.0-30.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-9 გ/ლ-ს.

ოძისურისგან მზადდება სუფრის მშრალი წითელი ღვინო, რომელსაც კარგად ეტყობა ნაზი ჯიშური არომატი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 292