ვაზისუბნის საადრეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის საადრეოქართული თეთრყურძნიანი სელექციური საღვინე ვაზის ჯიში.

1950 წელს გამოყვანილია საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელ სადგურში ვასილ ლოლაძის მიერ ხიხვისა და რქაწითელის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან სუსტად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი — საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, ყვითელ-მოოქროსფრო, მზის მხარეს ყავისფერი ლაქებით.

ვაზისუბნის საადრეო სიმწიფის საშუალო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში მისი შაქრიანობა აღწევს 21-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.6-6.0 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი და მაღალხარისხიანი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 545-546