მუჯურეთული
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მუჯურეთული — ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. მტევანი 60—90 გ იწონის, მოსავლიანობა 60—80 ც/ჰა აღწევს. მწიფდება შუა ოქტომბერში. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. იმ შემთხვევაში, როდესაც ყურძნის შაქრიანობა 25—27%ია, ხოლო მჟავიანობა 5,5—7%, ალექსანდროულთან ერთად იყენებენ ნახევარდტკბილი ღვინის „ხვანჭკარის“ დასამზადებლად. მისგან ცალკე დაყენებული სუფრის ღვინო გამოირჩევა კარგი შეფერილობით და ჰარმონიულობით.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- რამიშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 233.