თეთრი კაპისტონი
თეთრი კაპისტონი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.
სრულიად განსხვავდება იმერული ამავე სახელწოდების ვაზისგან — კაპისტოწი თეთრი. მისი მცირე ნარგავები შემორჩენილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულში, ხოლო შენარევების სახითაა სოფელ საკეციაში, აბანოეთში და იწაში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი პატარა ზომისაა, თითქმის ოვალური, სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი — მცირე ზომის, ცილინდრული ფორმის, მეჩხერი, ზოგჯერ უფორმო. მარცვალი მცირე ან საშუალო ზომის, მომრგვალო, ქარვისფერი, სქელკანიანია. რბილობი თითქმის მკვრივი აქვს, წვენი — ტკბილი.
თეთრი კაპისტონის სავეგეტაციო პერიოდი 157 დღეა. იგი სექტემბრის მეორე ნახევარსა და ოქტომბრის ჰირველ ნახევარში მწიფდება. მტევნის წონა 40-133 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა 7.0-8.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-8 გ/ლ-ს.
თეთრი კაპისტონი იძლევა მოყვითალო-მომწვანო ფერის ღვინოს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 150-151