აჟია
იერსახე
აჟია — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
„აჟია“ ქართულად „ხის ყურძენს“, „ხეზე დაკრეფილს“ ნიშნავს.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეზე შეიმჩნევა თხელი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ვარდისფერი. კანი სქელი აქვს, რბილობი — მდნარი.
ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. აჟია სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის.
მიიღება სუფრის ვარდისფერი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 40