მათენაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მათენაურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძარღვების გასწვრივ მცირედ არის შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი პატარაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის და განტოტვილი, თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური, თითქმის შავი. თხელკანიანია და ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. მეტად წვნიანია და ნაკლებხორციანი.

მათენაური საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 198-205 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის საშუალო წონა 96 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.5-7.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9.4 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად. დაკრეფილი ყურძენი ვარგად ინახება და უძლებს ტრანსპორტირებას. შესაძლებელია ყურძნის წვენის დამზადება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 217