უცნობი წითელი
გარეგნობა
უცნობი წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასული ფოთოლი მცირე ზომისაა, ღრმად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, კუმსი. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო ფორმის, მოწითალო-იისფერი.
სიმწიფის საშუალო პერიოდის ჯიშია. გამოიყენება სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 366