ჭეჭიბერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭეჭიბერაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მცირედ განივოვალური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო აბლაბუდისებრია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული, გვხვდება ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია მწვანე ელფერის. კანი თხელი და ნაკლებმკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია.

ჭეჭიბერა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 192-197 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.5 გ/ლ-ს.

ჭეჭიბერას ყურძენს სხვა ჯიშებთან ერთად წურავენ და სუფრის თეთრ, მშრალ ღვინოს ამზადებენ. ცალკე დაყენებული ღვინო დაბალი ხარისხისაა, არაჰარმონიული, მაღალმჟავიანი და ალკოჰოლის დაბალი შემცველობით. ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 491