მცვივანი წითელი
მცვივანი წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მთლიანი, ზოგჯერ სუსტად დანაკვთული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური, მუქი წითელი. კანი აქელი აქვს, რბილობი — წვნიანი.
წითელი მცვივანი საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 162 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 100-125 გრამს შორის მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 10.0 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.0-7.5 გ/ლ-ს.
გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 263