აკასაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აკასაჟი (აფხ. Акасыжь[1]) — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, წაგრძელებული, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მხოლოდ ძარღვების გასწვრივაა დაფარული ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, კონუსური ფორმის, საკმაოდ კუმსი. მარცვალი მცირე ზომისაა, მრგვალი, თეთრი ფერის, რომელსაც მონაცრისფრო ელფერი დაჰკრავს. კანი თხელი და მკვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი.

ჯიში უხვმოსავლიანია. აკასაჟი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 24

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015