კვაწახურა
კვაწახურა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, მკვრივია ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო ან მცირედ ოვალური, თეთრი ფერის. კანი საკმაოდ სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით თხლად დაფარული. რბილობი წვნიანია ან ხორციან-წვნიანი, ტკბილი გემოთი.
კვაწახურა საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 196-198 დღეა, სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შე-დის. მტევნის წონა 148 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.8-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8 გ/ლ-ს.
გამოიყენება საკმაოდ ჰარმონიული სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 185