შინაარსზე გადასვლა

უცნობი თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უცნობი თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ზრდასული ფოთოლი საშუალო ზომისაა, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მოთეთრო ფერის, ოდნავ დაპკრავს მოვარდისფრო ელფერი. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, ხორციანი და ნაკლებწვნიანი.

სიმწიფის საშუალო პერიოდის ჯიშია.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 366