ღარიბა შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღარიბა შავი, ღარიბა წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ამპელოგრაფიული და სამეურნეო ნიშან-თვისებებით შავი ღარიბა ძალიან ახლოს დგას: „ბუზასთან“, „შავყურძენასთან“, „შავ კუმსთან“, „ქველოურთან“ და ა.შ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი ფორმის, იშვიათად გვხვდება განივოვალურიც, სამ-იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია ინტენსიურად აბლაბუდისებრი, ხოლო ძარღვებზე ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. მეტწილად დატოტვილია — გაყოფილია ორად, იშვიათად სამად და ოთხად. ტიპური მტევანი გაყოფილია ორად, თითქმის თანაბარი სიგრძისაა (როგორც ხურჯინი). საშუალო სიკუმსის ენ მეჩხერია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. წვერი ხშირად ოდნავ შებრტყელებული აქვს. მოშავო-მოიისფროდაა შეფერილი. კანი სქელი და ნაზია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და ხორციანია, წვენი შეუფერავია, გემო სასიამოვნო.

ღარიბა შავი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 130-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.7 ტონა. ყურძნის არული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-7 გ/ლ-ს.

იძლევა საადრეო სასუფრე ყურძენს და მსუბუქ, ბროწეულისფერ და საკმაოდ სხეულიან სუფრის წითელ, მშრალ ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 391