საფერავი უხვმოსავლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფერავი უხვმოსავლიანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

საფერავის კლონი №359.

გამოვლენილია 1934 წელს კახეთში სელექციონერ ვასილ ლოლაძის მიერ. მას შემდეგ გავრცელებულია გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის სოფლებში. უხვმოსავლიანი და ძალიან ხარისხიანი კლონია.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-27%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.8-10.0 გ/ლ-ს.

გამოსადეგია მაღალხარისხიანი სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 343