მწვანე (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწვანექართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თითქმის ოვალური, ხშირად ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად საკმაოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, ძლიერ კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მწვანე ფერის, ხშირად ყვითლდება. მზის მხარეზე ემჩნევა ლაქები. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი მკვრივი აქვს, საშუალო წვნიანი, წვენი შეუფერავი.

მწვანე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 177 გრამია. ერთი ძირი ვაზი საშუალოდ 2-2.5 კგ. ყურძენს იძლევა.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 0.7-8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელსაც ახასიათებს მოყვითალო შეფერვა, მცირე სხეული და სასიამოვნო სიმჟავე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 266