ხარისთვალა ქართლის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარისთვალა ქართლისქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი ფორმის, ძირითადად სამნაკვთიანი, იშვიათად ხუთნაკვთიანებიც გვხვდება. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა შებუსული აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად, რომლებიც ძარღვების გასწვრივ ჭარბობს. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი, ხშირად უფორმო, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელიც. მარცვალი საკმაოდ დიდია, მრგვალი ან ოდნავ ოვალური, ღია ნაცრისფერი, მოწითალო ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია (ლორწოსებრი). წვენი უფერულია.

ქართლის ხარისთვალა საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 169 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 250-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.5-6 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შერევით სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად და საბრენდე სპირტის მისაღებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 512