ცხენისძუძუ შავი მესხური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხენისძუძუ შავი მესხურიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ერთეული ძირებია გავრცელებული მესხეთში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური ან მომრგვალო, ხუთი, იშვიათად სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო ჯაგრისებრად და ძალიან თხელ აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის და კუმსი. მარცვალი მსხვილია, ოვალური ან მოგრძო, შავი ფერის, იასამნისფერში გარდამავალი. კანი მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ხორციანია, გემო — სასიამოვნო და ჰარმონიული.

ცხენისძუძუ შავი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 100-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.0-5.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-10 გ/ლ-ს.

ძირითადად გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 461