კეხვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კეხვაქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ სქლადაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის. მუქი ვარდისფერია, რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეფერილი.

კეხვა ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.1-8.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის ვარდისფერი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 185